„მისის პლანეტა – 2018“ ნინი შერმადინი გახდა
ბულგარეთში გამართულ სილამაზისა და ტალანტის საერთაშორისო კონკურსში, რომელშიც გათხოვილი და განათხოვარი ქალბატონები მონაწილეობდნენ, „მისის პლანეტა – 2018“ მომღერალი ნინი შერმადინი გახდა.
მან ჟიური მოხიბლა გარეგნული და ვოკალური მონაცემებით. საბოლოოდ კი, 8 ნოემბერს, ფინალურ ტურში, გამარჯვება მოიპოვა და „მისის პლანეტა 2018“ გახდა.