ფერმწერ-ილუსტრატორ ნინო ჩაკვეტაძესთან შეხვედრა გაიმართება
13 ნოემბერს, 17 საათზე, თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების საგანამანთლებლო ცენტრის სტუმარი იქნება ფერმწერ-ილუსტრატორი ნინო ჩაკვეტაძე.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, საღამო შეხვედრების ციკლის „ოლუსტრატ 2“-ის ფარგლებში გაიმართება.
საუბარი იქნება საკითხებზე:
რა არის ილუსტრაცია;
რა საშუალებები გამოიყენება წიგნის ილუსტრაციისთვის;
როგორ დავასათუროთ ხელნაკეთი წიგნები.
ტექსტებისთვის ილუსტრაციის გამოყენებას დიდი ხნის ისტორია აქვს. მან განსაკუთრებული მნიშვნელობა ბეჭდვის განვითარებასთან ერთად შეიძინა, როცა გაზეთები, ჟურნალები და ილუსტრირებული წიგნები ინფორმაციის გავრცელების ძირითადი საშუალებები გახდა.
განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ილუსტრაციას საბავშვო ლიტერატურაში, მით უფრო, უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის.
მისამართი: თბილისი, დიმიტრი ბაქრაძის ქ.10, საგანმანათლებლო ცენტრი.