„გადავარჩინოთ სიტყვა“ – ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში შეხვედრების ციკლი გრძელდება

12 ნოემბერს, 17 საათზე, თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში გრძელდება შეხვედრების ციკლი და  გაიმართება საღამო – „გადავარჩინოთ სიტყვა“.
როგორც „კვირას“ მუზეუმიდან აცნობეს, შეხვედრას უმაპინძლებს ნათია ფონიავა – ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის დოქტორანტი, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი.
შეხვედრაზე მოისმენთ:
სადაა გავრცელებული კოლხური (მეგრულ-ლაზური) ენა;
რა განსხვავება და მსგავსებაა კოლხური ენის დიალექტებს შორის;
გაეცნობით ქართველური ენების ზოგიერთ საერთო გამოთქმას;
მოისმენთ მეგრულ-ლაზური მეტყველების მცირე ნიმუშებს.
ასევე, სტუმრებს გავუზიარებთ სამეგრელოსა და ლაზეთში გადაღებულ ფოტომასალას.

მისამართი: თბილისი, ჩახრუხაძის 17, ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები