ბათუმში, 13 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე მამაკაცი დააკავეს

სამართალდამცველებმა, ბათუმში, 13 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 55 წლამდე მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, 13 წლის გოგონა თანატოლებთან ერთად ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობდა, როდესაც მამაკაცმა გოგონას სექსუალური შევიწროება დაიწყო.
სახლში მისულმა გოგონამ მომხდარის შესახებ დედას უამბო, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცია “იალქანს” მიაწოდა.
არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა აღნისნულის შესახებ პოლიციას ამცნო, რის შედეგადაც 55 წლის მამაკაცი დააკავეს.
როგორ „კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები