სიღნაღში მამუკა ჯაფარიძის ინტერაქციული პერფორმანსი და გამოფენა გაიხსნება

10-11 ნოემბერს, Project Artbeat-ის მოძრავ გალერეაში,  მამუკა ჯაფარიძის ინტერაქციული პერფორმანსი და გამოფენა ,,ცხოვრება ცხოვრების შემდეგ“ გაიხსნება, რომლის ნახვაც ქალაქ სიღნაღის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზეა შესაძლებელი.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, პერფორმანსი დაიწყება 10 ნოემბერს, 12:00 საათზე და გაგრძელდება 18:00 საათამდე.
11 ნოემბერს გამოფენის ნახვა შესაძლებელია 12:00–18:00 სთ.
პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სიღნაღის მერიის მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები