ვარკეთილის მედიათეკაში არჩილ ქიქოძის საჯარო ლექცია გაიმართება

9 ნოემბერს, 14:00 საათზე, ვარკეთილის მედიათეკაში არჩილ ქიქოძის საჯარო ლექცია გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ლექციების ტრადიციული ციკლი მწერალ არჩილ ქიქოძის საჯარო ლექციით გრძელდება.
2016 წელს გამოცემული ბესტსელერის, „სამხრეთული სპილოს“ ავტორი და ლიტერატურულ პრემია „საბას“, “ლიტერასა” და “გალას” ლაურეატი, ასევე ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის – საუკეთესო ქართული რომანის გამარჯვებული, ისაუბრებს თანამედროვე და კლასიკურ ქართულ ლიტერატურაზე, მათ საინტერესო ასპექტებსა და აუცილებლობაზე ადამიანის განვითარების პროცესში.
მის: ვიქტორ კუპრაძის ქ. 2.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები