მანანა დუმბაძის წიგნს – „ავღანეთი ბარონის ჭუჭრუტანიდან“ გერმანულენოვანი მკითხველი გაეცნობა

გერმანულმა გამომცემლობამ მანანა დუმბაძის წიგნი „ავღანეთი ბარონის ჭუჭრუტანიდან“ გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ავტორი ავრცელებს ფეისბუქის გვერდზე.
„მანანა დუმბაძის წიგნი „ავღანეთი ბარონის ჭუჭრუტანიდან“ სულ ახლახან გამოსცა გერმანულმა გამომცემლობამ, რომელმაც 2 წლის წინ ამ წიგნის ინგლისური ვერსიაც გამოუშვა და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში გაყიდა (ელექტრონული ვერსია დღესაც დევს „ამაზონზე“).
დიდი მადლობა გერმანელ გამომცემელს, ასევე, ცნობილ გერმანელ მწერალს, პოეტსა და მთარგმნელს ჯინო ლინვებერს, ჩემი ავღანური წიგნის უსასყიდლოდ თარგმნისთვის“, – წერს მანანა დუმბაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები