13 წლის ანანო ზავრაშვილის ლიტერატურული სპექტაკლი – „ჩემი ფიროსმანი“ გაიმართება

10 ნოემბერს, 16:00 საათზე, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, ლიტერატურული სპექტაკლი „ჩემი ფიროსმანი“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, სპექტაკლს 13 წლის ანანო ზავრაშვილი წარმოადგენს.
ანანო ზავრაშვილი 147-ე საჯარო სკოლის მე-9 კლასის წარჩინებული მოსწავლეა. იგი მრავალი მონოსპექტაკლის ავტორია, მათ შორის გამოირჩევა მონოსპექტაკლი „რუსთაველის ნაკვალევზე“, რომელიც მან შარშან ეროვნულ ბიბლიოთეკაში წარადგინა. „ვეფხისტყაოსანი“ ანანო ზავრაშვილის საყვარელი პოემაა და უამრავი ლექსი იცის ზეპირად.

მის: გუდიაშვილის 7.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები