რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი – ჯუმბერ ებრალიძე გარდაიცვალა
85 წლის ასაკში ქართველი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი – ჯუმბერ ებრალიძე გარდაიცვალა.
ეროვნული კინოცენტრი მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ჯუმბერ ებრალიძის ოჯახს.
ჯუმბერ ებრალიძე 50-ზე მეტი დოკუმენტური ფილმის ავტორია. მისი ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარია „საქართველოს მატიანე“, რომელიც 20 ფილმისგან შედგება და 1976-1988 წლებში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს აღწერს.
ჯუმბერ ებრალიძე სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდენის კავალერი იყო.