დუშეთში იზა ვეფხვაძე ლიტერატურული მონოსპექტაკლის პრემიერას გამართავს
15 ნოემბერს, 13 საათზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის, იაკობ ტრიპოლსკის სახელობის ფასანაურის საჯარო სკოლაში, ამავე სკოლის მიწვევით, რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი პრემიერას გამართავს.
როგორც „კვირას“ რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელმა და მსახიობმა იზა ვეფხვაძემ აცნობა, დუშეთის მუნიციპალიტეტის იაკობ ტრიპოლსკის სახელობის საჯარო სკოლაში, საქართველოს სახალხო არტისტის, იაკობ ტრიპოლსკის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ლიტერატურული მონოსპექტაკლის – ” მოსიარულე სიკეთის” პრემიერა გაიმართება.