ქუთაისში დაგეგმილ „კინოკრიტიკოსთა ვორკშოპს“ სერბი კინოკრიტიკოსი, ვლადან პეტკოვიჩი უხელმძღვანელებს
პროგრამა „შემოქმედებითი ევროპის“ მიერ ორგანიზებულ „კინოკრიტიკოსთა ვორკშოპში“ მონაწილეთა ვინაობა ცნობილია. ვორკშოპის ხელმძღვანელმა, ვლადან პეტკოვიჩმა სამუშაო შეხვედრისთვის შეარჩია 6 მონაწილე: ნინო ლეკიშვილი, ნინა გოჩიტაშვილი, ნინო დოლიაშვილი, ლევან ცხოვრებაძე, ლევან აბდუშელაშვილი, ნინო შველიძე.
ვორკშოპი, 16 – 18 ნოემბერს, ქუთაისში, „ქართული კინოს ფორუმის“ ფარგლებში გაიმართება.
ვორკშოპის ფარგლებში განიხილული იქნება ევროპული კინოკრიტიკის მიმდინარე ტენდენციები, შესაძლებლობები და გამოწვევები. ასევე, ვორკშოპის მონაწილეთათვის ჩატარდება პრაქტიკული სამუშაოები.
ვორკშოპს გაუძღვება სერბი კინოკრიტიკოსი, კინოჟურნალისტი და ფესტივალის პროგრამების კოორდინატორი, ვლადან პეტკოვჩი.