საქართველოში „ევროპა ნოსტრას“ და ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტის სპეციალური მისია იმყოფება

 6-9 ნოემბერს, საქართველოში „ევროპა ნოსტრას“ და ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტის სპეციალური მისია ვიზიტით იმყოფება.
კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგნეტოს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მდგომარეობის შეფასება და მისი გადარჩენისათვის არსებული პრობლემების გადაჭრის გზების რეკომენდაციების შემუშავება.
დელეგაციის წევრები არიან: პიტ ჯასპაერტი – „ევროპა ნოსტრას“ ვიცე-პრეზიდენტი, კამბელ ტომსონი – ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტის ექსპერტი; გაიანე კასნატი – ევროპა ნოსტრას კულტურული მემკვიდრეობის სამეცნიერო საბჭოს წევრი.
დელეგაციას მასპინძლობს პროექტის წარმდგენი, „ევროპა ნოსტრას“ წარმომადგენელი საქართველოში, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის დირექტორიმაკა დვალიშვილი და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.
2018 წელს კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წელიწადის გახსნაზე სფეროს წამყვანმა ევროპულმა ორგანიზაციამ – „ევროპა ნოსტრამ“ და ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი 2018 წლის განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლთა ნუსხაში შეიყვანა.

დელეგაციის წევრები შეხვდნენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს,  ნიკოლოზ ანთიძეს;  ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, კარლო ნატალეს და საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო სადელიმიტაციო-სადემარკაციო სამმართველოს უფროსს – კარლო ციხელაშვილს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები