ბათუმს თანამედროვე სტუდენტური საცხოვრებელი ექნება

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა. მიმდინარე სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე უნივერსიტეტის რექტორთან მერაბ ხალვაშთან ერთად გაეცნო. საცხოვრებელი 200 სტუდენტზეა გათვლილი და სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. აღსანიშნავია, რომ ოთხსართულიანი შენობა სრულადაა ადაპტირებული შშმ პირებისთვის.
„უახლოეს მომავალში დასრულდება როგორც სტუდენტური საერთო საცხოვრებლის კამპუსის, ისე სასწავლო კორპუსის მშენებლობა. ეს იქნება თანამედროვე სტანდარტების დაწესებულება, შესაბამისი ინფრასტრუქტურით. დარწმუნებული ვარ, აქ მაცხოვრებელი სტუდენტები კმაყოფილები დარჩებიან. მნიშვნელოვანია, რომ ბათუმს, რომელსაც აქვს ჯანსაღი პრეტენზია იყოს საუნივერსიტეტო ქალაქი, უნდა ჰქონდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელიც იქნება გათვლილი ადგილობრივ და უცხოელ სტუდენტებზე”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობისათვის უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 359 ათასი ლარია გამოყოფილი. ასევე, სტუდენტთა საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორიაზე, აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, სასწავლო კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს. მთავრობის ბიუჯეტიდან 2 660 543 ლარია გათვალისწინებული. შენობის სამ სართულზე განთავსდება 30-მდე აუდიტორია, კაბინეტები, საკონფერენციო დარბაზი და ტექნოპარკი.
ახალი საცხოვრებელი, ისევე როგორც ახალი სასწავლო კორპუსი ხელს შუწყობს სტუდენტთა სასწავლო და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები