ჰოლივუდის კინომწარმოებელი კომპანიები საქართველოში კინოგადაღებებით დაინტერესდნენ
ჰოლივუდის კინომწარმოებელი კომპანიები საქართველოში კინოგადაღებებით დაინტერესდნენ.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ვიცეპრეზიდენტებმა და სხვა მაღალი რგოლის მენეჯერებმა, სააგენტოს დირექტორთან მიხეილ ხიდურელთან საქართველოში კინოგადაღების პოტეანციალი და შესაძლებლობები განიხილეს.
ქლოს-ანჯელესში, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ პოპულარიზაციის მიზნით, შეხვედრები ისეთ კომპანიებთან შედგა, როგორებიცაა: Disney Studios, ABC Studios, Cable Networks, Marvel Studios, Lucasfilm, Paramount pictures, HBO და Universal pictures.
სააგენტოს დირექტორმა და პროგრამის წარმომადგენლებმა განიხილეს ყველა ის სამუშაო დეტალი, რომელიც გადაღებებს ახლავს თან, რამაც ამერიკული მხარის დიდი ინტერესი გამოიწვია.