„თბილისის წიგნის დღეები – 2018“ გაიმართება
8-დან 11 ნოემბრის ჩათვლით, საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიაში“, „თბილისის წიგნის დღეები – 2018“ გაიმართება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, გამოფენაში მონაწილეობას 50-მდე გამომცემლობა მიიღებს.
მსურველთ ბესტსელერების, ახალი თარგმანებისა თუ ქართველი ავტორების წიგნების შეძენა, 50%-მდე ფასდაკლებით შეეძლებათ. თბილისის წიგნის დღეებში გაიმართება პრეზენტაციები, ლექციები და სემინარები. ბავშვებისთვის მოეწყობა სპეციალური სამკითხველო და გასართობი სივრცეები.
„მკითხველს შეეძლება პირადად შეხვდეს თავის საყვარელ მწერლებს, რომლებიც ახალი წიგნების პრეზენტაციებს სპეციალურად თბილისის წიგნის დღეების სტუმრებისთვის მოაწყობენ“, – აცხადებენ „ექსპოჯორჯიაში“.