მამაკაცი, რომელმაც ქალი მტკვარში დახრჩობას გადაარჩინა, ჯარისკაცი აღმოჩნდა (ფოტოკოლაჟი)

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც ქალბატონი მტკვარში დახრჩობას გადაარჩინა, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე აღმოჩნდა.

IV მექანიზებული ბრიგადის რიგითი ბაჩუკი ირემაძე, 5 ნოემბერს, საღამოს, დიდუბის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა. რა დროსაც შენიშნა, რომ მდინარე მტკვარში ქალბატონი იხრჩობოდა და ინიციდენტის თვითმხილველი გახდა. მაშველების მისვლამდე რიგითი ბაჩუკი ირემაძე მტკვრის კალაპოტში ჯებირიდან გადახტა და ახალგაზრდა ქალბატონი ნაპირზე უვნებლად ამოიყვანა.

“რიგით ბაჩუკი ირემაძეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია პირადად შეხვდა და მოქალაქის გადარჩენისთვის და სამაგალითო ქმედებისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეს საჩუქრად “ზიგ ზაუერის” ცეცხლსასროლი იარაღი გადასცა”, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები