გიორგი მაისურაძის ლექცია და ფილმის, „ოქტომბერის“ ჩვენება გაიმართება
7 ნოემბერს, 19:30 საათზე, გიორგი მაისურაძის ლექცია და ფილმის: „ოქტომბერი“ (1927) ჩვენება გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, სერგეი ეიზენშტეინის ფილმი – „ოქტომბერი. 10 დღე, რომელმაც შეძრა მსოფლიო“ – ოქტომბრის რევოლუციის მეათე წლისთავისთვის დაიგეგმა, მაგრამ პრემიერა მხოლოდ 1928 წლის მარტში შედგა. სტალინის განკარგულებით ფილმიდან ამოიღეს ყველა ის ადგილი, სადაც ოქტომბრის გადატრიალების უშუალო ორგანიზატორი – ლევ ტროცკი იყო ნაჩვენები. ამგვარად, ეიზენშტეინის „ოქტომბერი“ ავტორის ნების საწინააღმდეგოდ, ისტორიის გაყალბების პირველ ნიმუშად იქცა. ფილმის ჩვენების შემდეგ, საუბარი იქნება ოქტომბრის რევოლუციის მსოფლიო ისტორიულ მნიშვნელობაზე, აგრეთვე ეიზენშტეინის ფილმის ბედზე და მის მხატვრულ ღირებულებაზე.
ფილმზე სასაუბროდ მოწვეულია ფილოსოფოსი, გიორგი მაისურაძე.
ლექციის და ფილმის ჩვენების დასრულების შემდგომ გაიმართება დისკუსია.
დასწრება თავისუფალია.
მისამართი: წინამძღვრიშვილის ქ. 49, საქართველოს ახალგაზრდა მწვანეების ოფისი.
სუბტიტრები: ქართული.