შემოქმედებითი წერის საერთაშორისო ბანაკის – „დაწერე სომხეთში” გამარჯვებულები ცნობილია
შემოქმედებითი წერის საერთაშორისო ბანაკის „დაწერე სომხეთში” გამარჯვებულები გამოვლინდნენ. როგორც „კვირას“ საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციიდან აცნობეს, 11-22 ნოემბერს საერთაშორისო ბანაკში საქართველოს ოთხი ახალგაზრდა მწერალი – გვანცა გუბელაძე, მართა ურუშაძე, ნანა აბულაძე და ანა დარსაველიძე წარადგენს.
ბანაკის ქართველი მენტორი დათო ტურაშვილი იქნება.
პროექტის ორგანიზატორია ლიტერატურული ფონდი „ARI“ და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სომხეთში. საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია პროექტის პარტნიორია საქართველოდან.