ახმეტაში, მაღრაანის როჭკაანთ საყდარს  კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფ. მაღრაანში მდებარე განვითარებული შუა საუკუნეების როჭკაანთ საყდარს  კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სტატუსი ძეგლმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით მიიღო.
ეკლესია დარბაზულია. ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით დუღაბზე. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კარი თაღოვანი ყოფილა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდაა, რომლის ღერძზე თაღოვანი სარკმელი იყო გაჭრილი. აფსიდის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედელში თითო სწორკუთხა ნიშაა. აფსიდი მხრებითაა გამოყოფილი დარბაზისგან. აფსიდის კონქი მხრებზე გადასულ თაღს ეყრდნობოდა, კამარა კი – გრძივ კედლებს. კამარა და კონქი ჩამოშლილია, კედლები გარღვეულია და ზედა ნაწილი მორღვეული. ინტერიერი დაფარულია ნაშალი ფენით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები