აკაკი ზოიძე: უკიდურეს სიღარიბეს ბავშვებში ჩვენი ინიციატივა დაამარცხებს

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ეხმაურება მთავრობის ინიციატივას, ყველაზე დაუცველი ბავშვებისათვის სოციალური დახმარების 10-დან 50 ლარამდე გაზრდის შესახებ.
ზოიძის შეფასებით, აღნიშნული ინიციატივა ბავშვებში უკიდურეს სიღარიბეს დაამარცხებს:
„ძალიან მნიშვნელოვანია ის ინიციატივა, რომელიც დაამარცხებს უკიდურეს სიღარიბეს ბავშვებში და ყოველი მე-15 ბავშვია ამ მდგომარეობაში სამწუხაროდ, ასეთ ბავშვებს ყოველთვიური დახმარება 50 ლარამდე გაიზრდება“ – განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ დღეს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მიმდინარე კონსულტაციების შემდეგ.
მმართველი პარტია გრძელვადიანი ანალიზისა და მოკლე ვადიანი სოციალური პროგრამის განხორციელებას აანონსებს.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით ცვლილებებზე მუშაობა ახალი მთავრობის დამტკიცებისთანავე დაიწყო.
“უბრალოდ ჩვენ თავს ვიკავებდით წინასაარჩევნოდ ამის გაჟღერებისგან ,რადგან არ მომხდარიყო ის რაც ხდება,როცა ჩვენი ოპონენტები ცდილობენ უაღრესად სასიკეთო ინიციატივების მონათვლას წინასაარჩევნო დაპირებებად. ყველა ჩვენი რეფორმა მიმართულია თითოეული მოქალაქის პირობების გაუმჯობესებისკენ. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა,რომლის მიხედვითაც ადამიანებს,რომლებიც დროებით ან სეზონურ სამუშაოს მიიღებენ შეუნარჩუნდებათ სოციალური შემწეობა, რომ ეს არ იყოს დემოტივატორი და შემაფერხებელი ფაქტორი დასაქმებისა „ – აცხადებს უმრავლესობის წევრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები