გიორგი ქობულია: ლარი სტაბილურობას წლის ბოლოსკენ დაუბრუნდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას თქმით, ქვეყანაში კარგი ეკონომიკური მდგომარეობაა. ამიტომ, მისივე განმარტებით, ლარი სტაბილურობას წლის ბოლოსკენ დაუბრუნდება.
„ჩვენი ეკონომიკის მდგომარეობა არის ძალიან კარგი. ექსპორტი იზრდება. ჩვენი ეკონომიკა 6%-ით გაიზარდა. ეს ყველაფერი აუცილებლად აისახება ლარის კურსზე. მიგვაჩნია, რომ ლარი აბსოლუტურად სტაბილური იქნება და კიდევ უფრო მეტ სტაბილურობას დაუბრუნდება წლის ბოლოსკენ. ვვარაუდობთ, რომ ეკონომიკა კიდევ უფრო გაძლიერდება მომავალი ორი თვის განმავლობაში და ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ თავს ამასთან დაკავშირებით. ზოგადად, საახალწლოდ ლარის კურსის ტენდენცია არის უფრო გაძლიერებისკენ, რადგანაც საახალწლოდ ვალუტის შემოდინების ტენდენცია გვაქვს, მათ შორის, ტურისტული და პირიქით, ზეწოლა არის ლარის გაძლიერებისკენ“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები