გიორგი მარგველაშვილმა რვა ქვეყანაში ახალი ელჩები დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა ბულგარეთში, ნიდერლანდების სამეფოში, საუდის არაბეთში, უნგრეთში, ჩეხეთში, იტალიაში, სლოვენიასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩები დანიშნა.
“თამუნა ლილუაშვილი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მუშაობას ბულგარეთის რესპუბლიკაში 2018 წლის 20 ნოემბრიდან შეუდგება, გიორგი შარვაშიძე მუშაობას ნიდერლანდების სამეფოში მიმდინარე წლის 1 დეკემბრიდან დაიწყებს, ვახტანგ ჯაოშვილი საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში (OIC) საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობაზე მუშაობას 5 ნოემბრიდან შეუდგება, ზაალ გოგსაძე უნგრეთში მუშაობას 2018 წლის 1 ნოემბრიდან შეუდგება, მარიამ რაქვიაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მუშაობას 5 ნოემბრიდან დაიწყებს, კონსტანტინე სურგულაძე კი იტალიაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე მუშაობას 1-ელი დეკემბრიდან შეუდგება. რაც შეეხება ირაკლი კოპლატაძეს, ის სლოვენიის რესპუბლიკაში მუშაობას 15 ნოემბრიდან დაიწყებს, არჩილ კალანდია კი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მუშაობას 2018 წლის 5 ნოემბრიდან შეუდგება”,- აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
გიორგი მარგველაშვილმა ახლადდანიშნულ ელჩებთან შეხვედრა გამართა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები