ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის სელექტორი – ნიკოლაი ნიკიტინი თბილისს სამუშაო ვიზიტით სტუმრობდა

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის სელექტორი ნიკოლაი ნიკიტინი თბილისს სამუშაო ვიზიტით სტუმრობდა. მან 3 დღის განმავლობაში 12 სრულმეტრაჟიანი და 8 მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმი ნახა, რომელთა წარმოებაც ახლახან დასრულდა.
წასვლამდე ნიკოლაი ნიკიტინი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილეს – მიხეილ გიორგაძეს შეხვდა და სამუშაო ვიზიტის შესახებ მისი შთაბეჭდილებები გაუზიარა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი ზურაბ მაღალაშვილი და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი – ნანა დოლიძე.
ნიკოლაი ნიკიტინი წლებია ბერლინალეს დელეგატია, რომელიც კინოფესტივალისთვის აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიის რეგიონში შექმნილ ფილმებს არჩევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები