ოშოს „ცარიელი ნავის“ წარდგენა გაიმართება
4 ნომებერს, 18:00 საათზე, ნიკოლოზ ბარათაშვილის ახლ-მუზეუმში, ოშო რაჯნიშის „ცარიელი ნავის” წარდგენა გაიმართება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, წიგნი „აკადემიურმა გამომცემლობამ” დასტამბა. თარგმნა ოლიკო ცისკარიშვილმა, რედაქტორი -მანანა ბალიაშვილი.
წიგნის შეძენა წარდგენაზე ხელმისაწვდომ ფასად იქნება შესაძლებელი.