ქედაში მომხდარ ტრაგედიაზე ადგილობრივები საუბრობენ- კარიერზე აფეთქება დაგეგმილზე ადრე მოხდა

ქედაში კარიერის აფეთქების დროს გარდაცვლილი 6 წლის ბავშვის ცხედარი პროზექტურაში უკვე გადაასვენეს. ადგილობრივების განცხადებით, მიუხედავად მოსახლეობის გაფრთხილებისა, კარიერზე აფეთქება დაგეგმილზე ადრე მოხდა. ბავშვი ბიძასთან იმყოფებოდა. ის ხმაურზე გავიდა და ანასხლეტი ქვა სწორედ მაშინ მოხვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოკითხვაზე უკვე დაიბარა კომპანიის წარმომადგენლები.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, სამუშაოებს შპს “სტრუიკ გრუპ ჯორჯია” ახორციელებდა.
ფაქტზე გამოძიება დაიწყო 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები