ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის 85 წლის საიუბილეოდ, წარმატებული მუშა-მოსამსახურეები დაჯილდოვდნენ
,,ჯორჯიან მანგანეზის” ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის 85 წლის აღსანიშნავი საიუბილეო კვირეული წარმატებული მუშა-მოსამსახურეების დაჯილდოებით დასრულდა.
საწარმოს ხელმძღვანელმა ვასილ გველესიანმა ფასიანი საჩუქრებით თითქმის ყველა საამქროს ის გამორჩეული ადამიანები დააჯილდოვა, ვინც მთელი წლის განმავლობაში პროფესიისადმი გულისხმიერი დამოკიდებულებით გამოიჩინეს თავი – მეტალურგები, ქარხნის ენერგეტიკოსები, ზეინკლები, რკინიგზისა და ტრანსპორტის საამქროების წარმომადგენლები, აჯამეთის კარიერის მოწინავე სპეციალისტები, სარემონტო სამსახურის წარმომადგენლები და ბუღალტრები.
საყოფაცხოვრებო ტექნიკა ფეროელებს სიმბოლურად სწორედ იმ საწარმოო ადგილთან ახლოს გადაეცათ, სადაც ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერის ინდიკატორს – ქართული ფოლადის ჩამოსხმას ჩაეყარა საფუძველი.


