მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის პირველი თეატრალური ფესტივალი იწყება

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, 1-დან 5 ნოემბრის ჩათვლით, საბავშვო და ახალგაზრდული თეატრალური კოლექტივების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს.
ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს ნიჭიერი ახალგაზრდა მსახიობების წარმოჩენას, საბავშვო და ახალგაზრდული თეატრალური სტუდიების საერთაშორისო თანამშრომლობას, თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას, მოზარდთა შემოქმედების ერთმანეთისთვის გაცნობას და გამოცდილების გაზიარებას.
ეროვნული სასახლის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში მაყურებელი იხილავს როგორც ქართულ, ასევე უკრაინულ, ლიეტუვიურ, რუსულ, სომხურ მრავალფეროვან და საინტერესო საბავშვო სპექტაკლებს.
პირველ ნოემბერს ფესტივალს საზეიმოდ გახსნის თეატრალური სკოლა- სტუდია „ბერიკები“, სპექტაკლით „ჰელადოს“.
ფესტივალის დასასრულს, ეროვნულ სასახლეში მონაწილეთა და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართება.
ეროვნული სასახლის თეატრალური ფესტივალი 2018 წელს პირველად ჩატარდება და ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები