სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების მეთაურს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, გრიგოლ ლილუაშვილი ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების მეთაურს, ვინჩენცო კოპოლას შეხვდა. შეხვედრას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოეგი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი, მანანა ბაღაშვილი და მისი მოადგილე ირაკლი ანთაძე ესწრებოდნენ. მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარება განიხილეს და უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.
ქართული მხარის მიერ, საუბრისას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განსაკუთრებული როლი აღინიშნა და ხაზი გაესვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეუზღუდავი წვდომის აუცილებლობას. განსაკუთრებული ყურადღება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმისა და „ცხელი ხაზის“ მნიშვნელობას დაეთმო.
ამ კონტექსტში, აქცენტი არსებული მექანიზმების ეფექტიანად გამოყენებისა და გაძლიერების კუთხით გაკეთდა. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღინიშნა ცენტრალური ხელისუფლების მზადყოფნა, ნებისმიერ დროს დაუბრუნდეს ჩვეულ სამუშაო რეჟიმს, დიდი ხნის წინ შეთანხმებული ფუძემდებლური პრინციპების საფუძველზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები