ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0007 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.7027 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 2.7020 ლარი ღირდა.
0.0105 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში და მისი ღირებულება 3.0703 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0808 ლარი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები