პირველკლასელთა ონლაინრეგისტრაცია დაიწყო

დილის 9 საათზე 2014-2015 სასწავლო წლისათვის, პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინრეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაცია საღამოს 9 საათზე დასრულდება. პირველკლასელთა რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე: www. registration.emis.ge სპეციალური სარეგისტრაციო ფორმის საშუალებით. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი, რომელსაც რეგისტრაციის ფორმაში შეჰყავს მოსწავლის სახელი და გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, მშობლის პირადი ნომერი. ასევე ტელეფონის ნომერი, რომ რეგისტრაციის წარმატებით დასრულების შესახებ მიიღოს მოკლე ტექსტური შეტყობინება.
სისტემა არეგისტრირებს მხოლოდ იმ ბავშვებს, რომელთაც 2015 წლის პირველ იანვრამდე უსრულდებათ 6 წელი. გამონაკლისის სახით რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომლებიც 2013-2014 სასწავლო წელს რეგისტრირებულნი იყვნენ კერძო სკოლების მოსამზადებელ კლასებში. მოქმედი კანონმდებლობა ამ წესიდან გამონაკლისს არ ითვალისწინებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თხოვნით მიმართავს მშობლებს, რეგისტრაციის დაწყებამდე ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ინსტრუქციას, რომელიც განთავსებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისიტროს ვებგვერდზე: www.mes.gov.ge, ამასთან გაითვალისწინონ, რომ ერთდროულად რამდენიმე პირის მიერ, პარალელურად ან რამოდენჯერმე, ერთი და იგივე ბავშვის რეგისტრაციის მცდელობა დაუშვებელია, რამდენადაც სისტემა ავტომატურად შეზღუდავს რეგისტრაციას. პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველ ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლეების დოკუმენტების მიღება 15 მაისს დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები