მანანა მენაბდის საღამო
29 იანვარს, 19 საათზე, მწერალთა სახლში მანანა მენაბდესთან შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე მანანა მენაბდე შეასრულებს ძველ და მაყურებლისთვის ცნობილ სიმღერებს, წაიკითხავს ლექსებსა და ნაწყვეტებს იგავ-არაკების კრებულიდან. საღამოზე მისული სტუმარი მისი ავტოგრაფიული რომანიდან “ფრენის დღე – ოთხშაბათი“ ნაწყვეტებს მოისმენს. მანანა მენაბდე 1972 წლიდან იწყებს საკუთარი სიმღერების წერას.
1979 წლიდან მუშაობს ფერწერასა და გრაფიკაზე.
1981 წელს მისი ნახატების გამოფენა მოსკოვში, კიევსა და თბილისში გაიმართა. 1991 წლიდან ბერლინში ლიტერატურულ ტექსტებზე მუშაობს.
1992-95 წლებში ავტოგრაფიული წიგნისთვის “ფრენის დღე-ოთხშაბათი“ ჰაინრიხ ბიოლის ლიტერატურული სტიპენდია ენიშნება. ამავე დროს მწერალი იგავ-არაკების ციკლზე “და დრო გადიოდა…” იწყებს მუშაობას.
1994 წლიდან მანანა მენაბდე ევროპის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალებში მონაწილეობს, ატარებს პერსონალურ გამოფენებსა და სოლო-კონცერტებს.
1997 წლიდან მანანა მენაბდის იგავ-არაკებს დრეზდენის, ფრანკფურტისა და მაინის ცნობილი ჟურნალები ბეჭდავენ. 2006 წლიდან მანანა მენაბდე მოსკოვის დრამატულ თეატრში, როგორც მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობი მუშაობს.