ხულოში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა

ცესკოს მონაცემებით, პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხულოს საარჩევნო ოლქი მთლიანი უპირატესობით მოიგო.
კერძოდ, სალომე ზურაბიშვილმა ხმათა 49.62% (6349 ამომრჩეველი) მიიღო. რაც შეეხება გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძემ 29.71% (3081 ამომრჩეველი) მიიღო.
ხულოს #84 ოლქში სულ 54 უბანი იყო. ამ დროისათვის ყველა უბანი დათვლილია და მონაცემები ცესკოს ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები