ზურაბ ჯაფარიძე: ეგზიტპოლის შედეგებითაც კი, „გირჩი“ ყველაზე პერსპექტიული პარტიაა საქართველოში

„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც მივიდა არჩევნებზე და მხარი დაუჭირა „გირჩს”, – ამის შესახებ „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ ეგზიტპოლების შედეგების შეფასებისას განაცხადა.
„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც მივიდა არჩევნებზე და მხარი დაუჭირა „გირჩს“. ნებისმიერ შემთხვევაში, „გირჩისთვის“ ეს არის გამარჯვება. ეგზიტპოლს რაც შეეხება, ყველა ფლანგი ცდილობს, შექმნას წინასწარი განწყობა, რომ ისინი არიან გამარჯვებულები. ჩვენ ვაკეთებთ პარალელურ დათვლას, დაახლოებით 10 პროცენტი გვაქვს მოცული, სადაც გვყავს საკუთარი წარმომადგენლები. კომენტარს გავაკეთებთ, როცა გვექნება მეტ-ნაკლები სურათი ჩვენი პარალელური დათვლის. გვგონია, რომ „გირჩს“ უფრო მეტი შედეგი უნდა ჰქონდეს, ვიდრე ვნახეთ ეგზიტპოლებში. ამ შედეგითაც კი, გირჩი არის საქართველოში ყველაზე პერსპექტიული პარტია”, – აღნიშნა ჯაფარიძემ.
კანდიდატის თქმით, არჩევნებზე პარტიის დამკვირვებლებს სერიოზული დარღვევები არ დაუფიქსირებიათ.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები