თამარ ჩერგოლეიშვილი: მეშინია, სააკაშვილზე და ბიძამისზე გავრცელებულმა ჩანაწერებმა შედეგი არ გამოიღოს
“ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი ფიქრობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და ბიძამისის, თემურ ალასანიას შესახებ გავრცელებული ჩანაწერები ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე დაასხამს წყალს.
“ნაციონალური მოძრაობის” რიტორიკიდან გამომდინარე, მესმის ივანიშვილის ტაქტიკა – ის, რომ ჭაობში ყოფნა უპირისპირდება არეულობას. რაც იმ ხალხისგან გვესმის, ეს იყო ადამიანების ლანძღვა-გინება, რომ უთავმოყვარეო ერი ხართ. მე მეშინია, ამან შედეგი არ გამოიღოს და ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე არ დაასხას წყალი”,- განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, უკრაინულ საიტზე – zdes.com.ua ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და ბიძამისის, თემურ ალასანიას შესახებ ჩანაწერი გამოქვეყნდა, სადაც ალასანია ქართველ ხალხს “ავანტყოფ” ერს უწოდებს.