პრემიერი: ხმა მივეცი საქართველოს განვითარებას, ქართულ ტრადიციებს და ჩვენს ევროპულ არჩევანს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საკუთარი არჩევანი დიდუბის მერვე საარჩევნო ოლქში, 23-ე ბაგა-ბაღში გახსნილ საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. როგორც მან განაცხადა, ხმა საქართველოს განვითარებას, ქართულ ტრადიციებს და ევროპულ არჩევანს მისცა.
“პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ დღეს ჩენ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად ვატარებთ თავისუფალ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ არჩევნებს. მე მივეცი ხმა საქართველოს განვითარებას, ქართულ ტრადიციებს და ჩვენს ევროპულ არჩევანს. განვითარების იმ გზას, რომელიც ჯერ კიდევ პირველმა რესპუბლიკამ აირჩია 100 წლის უკან”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.