დავით ქართველიშვილი: ტრამპი გაეცნო იმ ინფორმაციას, რომ კურსკის ოლქში 76 ათასი (პუტინის მონაცემებით) განადგურებული უკრაინელის უკან – ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები დგანან. და რას აკეთებს ტრამპი?

პარტია „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმიანება, სადაც რუსეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კორეის სამხედროებმა დიდი როლი ითამაშეს კურსკში მიმდინარე ბრძოლაში. ექსპერტის თქმით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება.

“როგორ გაუხარდებოდა ეს აღიარება, წარმომიდგენია, მაგრამ ამ “ნიუსს” მეორე მხარეც რომ აქვს? მას აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც გაეცნო. გაეცნო იმ ინფორმაციას, რომ კურსკის ოლქში 76 ათასი (პუტინის მონაცემებით) განადგურებული უკრაინელის უკან – ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები დგანან. და რას აკეთებს ტრამპი? დამატებითი სანქციები შემოაქვს ფხენიანის წინააღმდეგ? შეშფოთებით აღსავსე, აღშფოთებულ განცხადებას აკეთებს? არა!

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჩრდილოეთ კორეასთან შესაძლო მოლაპარაკებებისთვის ემზადება. ინფორმაციას გამომცემლობა Axios-ი ავრცელებს. როგორც გამოცემა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით აღნიშნავს, ჩრდილოეთ კორეასთან დიალოგის შესაძლო განახლების მიზნით, ადმინისტრაციის თანამშრომლებმა დისკუსიები და კონსულტაციები ექსპერტებთან უკვე დაიწყეს.

ამით რისი თქმა მინდა, ვლადიმერ ვისოცკის არ იყოს – თქვენ ან “ჯვარი მოიხსენით”, ან “ნიფხავი ჩაიცვით”. გაბედეთ და პუტინის ციტირებას – ტრამპს შეაგინეთ. შეეცადეთ აბა, გაბედეთ! მაგრამ, ყარს თქვენი პრინციპულობა, ყვავის თქვენი სიმხდალე. ტკბებით პუტინის აღიარებით? კიმ ჩენ ინთან ტრამპის შეხვედრის გაშუქება არ გამომაპაროთ, ფარჩაკებო!-” წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები