ირაკლი კობახიძე ეუთოს მოქმედი თავმჯდომარეობის მიერ დანიშნულ მოკლევადიან დამკვირვებელთა ჯგუფს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეუთოს მოქმედი თავმჯდომარეობის მიერ დანიშნულ მოკლევადიან დამკვირვებელთა ჯგუფს შეხვდა. შეხვედრაზე საარჩევნო გარემოსა და საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრეს.
როგორც “კვირას” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ირაკლი კობახიძემ დამკვირვებლებს კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ ხელისუფლება ძალისხმევას არ დაიშურებს საპრეზიდენტო არჩევნების თავისუფლად, სამართლიანად, მშვიდობიან გარემოში და უმაღლესი საერთაშორისო დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად.
შეხვედრაზე საარჩევნო კამპანიის პროცესში არსებული გამოწვევებიც მიმოიხილეს.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები