კომპანია “ომეგა ჯგუფის თამბაქომ” სახელმწიფო ბიუჯეტში, დაგროვილი ვალის მომსახურების მიზნით, 1 მილიონი ლარი ჩარიცხა

კომპანია “ომეგა ჯგუფის თამბაქომ” სახელმწიფო ბიუჯეტში, კომპანიის მიერ დაგროვილი ვალის მომსახურების მიზნით, 1 მილიონი ლარი ჩარიცხა.
როგორც “კვირას” ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, კომპანიამ წარმოების განახლება ითხოვა, დაგროვებული ვალების ქმედითად მომსახურებისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით.
“კვირა” ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:
“26 ოქტომბერს, კომპანია ოჯთ-მ, სახელმწიფო ბიუჯეტში, კომპანიის მიერ დაგროვილი ვალის მომსახურების მიზნით, ჩარიცხა 1 მილიონი ლარი. კომპანიამ ითხოვა წარმოების განახლების ნებართვა, დაგროვილი ვალების ქმედითად მომსახურებისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით. შემოსავლების სამსახურმა გაითვალისწინა კომპანია ოჯთ-ს თხოვნა და კომპანიის ანგარიშს მოხსნა ინკასო, ასევე, ყადაღა მოეხსნა მხოლოდ საბრუნავ საშუალებებს, იმისათვის, რომ კომპანიას მიეცეს წარმოების განახლების შესაძლებლობა.
ასევე, ოჯთ-მ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიძინა აქციზური მარკები, წარმოების პროცესის უზრუნველსაყოფად. ამ ეტაპზე, ოჯთ ამზადებს წინადადებების პაკეტს, ვალის მომსახურების ახალი გრაფიკის შეთანხმების თაობაზე, რომელიც უნდა წარმოადგინოს უახლოესი დღეების განმავლობაში.
შემოსავლების სამსახური იმედს გამოთქვამს, რომ კომპანია ოჯთ განაგრძობს ვალის კეთილსინდისიერ მომსახურებას. წარმოების ხელშეწყობა, როგორც გადასახადების გადახდა, შედის სახელმწიფოს ინტერესებში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები