დავით მაღრაძე: არჩევანი ქალბატონ სალომე ზურაბიშვილსა და მის წინააღმდეგ გაჩაღებულ კამპანიას შორის, ეს არის არჩევანი კულტურასა და უკულტურობას შორის“
არჩევანი ქალბატონ სალომე ზურაბიშვილსა და მის წინააღმდეგ გაჩაღებულ კამპანიას შორის, ეს არის არჩევანი კულტურასა და უკულტურობას შორის. საქართველო ძველი კულტურის ქვეყანაა და ვიმედოვნებ, გამოვალთ არჩევნებზე და პირველივე ტურში დავამარცხებთ ამ გათავხედებულ უკულტურობას”- საზოგადოებისადმი ამ მიმართვის არსს პოეტი დავით მაღრაძე პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში განმარტავს და სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
მაღრაძე წინასაარჩევნოდ ვნებათაღელვას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ ეს ბუნებრივი და ლოგიკურია, მაგრამ „ასეთი უხამსობისა და ბილწსიტყვაობის ნიაღვარი საზოგადოების განვითარების ნორმალურ საფეხურზე არ მეტყველებს“.
„ჩემს განცხადებაში ვგულისხმობდი იმას, რაც, სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების ცხოვრების ზედაპირზე აშკარად ამოვიდა. საერთოდ არ ვაპირებდი ასეთი საჯარო განცხადებებით წინასაარჩევნო მარათონში ჩართვას. მით უმეტეს, როდესაც ქვეყანა საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადავიდა და პრეზიდენტის უფლებები შეზღუდულია. ვიფიქრე, რომ უფრო მშვიდ გარემოში გაივლიდა საარჩევნო კამპანია, ვიდრე მიმდინარეობს. წინასაარჩევნოდ ვნებათაღელვას არ გამოვრიცხავ, ეს ლოგიკური და ბუნებრივია, მაგრამ ასეთი უხამსობისა და ბილწსიტყვაობის ნიაღვარი, რისი მოწმენიც ჩვენ შევიქმენით, საზოგადოების განვითარების ნორმალურ საფეხურზე არ მეტყველებს” – აცხადებს დავით მაღრაძე.
მისი თქმით, ძალიან მძიმე შთაბეჭდილება შეიქმნა, უკვე ღია ეთერებით ძალიან შეურაცხმყოფელი, უხამსი და ბილწსიტყვაობით დახუნძლული განცხადებები კეთდება, ადამიანები აღარანაირ წესებს აღარ იცავენ, ყველანაირ ზღვარს გადავიდნენ.
„ეს არის აღვირახსნილი კამპანია, რომელიც მიმდინარეობს არა სალომე ზურაბიშვილსა და სხვა კანდიდატებს შორის, არამედ სალომე ზურაბიშვილსა და მის საწინააღმდეგო კამპანიას შორის. დაახლოებით ასეთი სურათი იკვეთება, ვინც უფრო მეტად მიაყენებს შეურაცხყოფას ქალბატონს, უფრო პირნათელი იქნება თავისი პარტიისა თუ ბელადის წინაშე. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ისეთი სიტუაცია არის დღეს საქართველოში – რაც უფრო უსირცხვილო ხარ, მით უფრო თავისუფალი გქვია. ისინი, როგორც ჩანს, ერთმანეთს ასე აქეზებენ – რაც უფრო უსირცხვილო იქნები, შენს თავისუფლებას მით უფრო ხაზი გაესმება. ჩვენში, სამწუხაროდ, თავისუფლებაზე ეტყობა ძალიან ზერელე წარმოდგენაა, ვინაიდან ეს ტენდენცია დიდი ხანია, არსებობს, რომ პირველყოფილი ინსტინქტების გამოთავისუფლება კარგ ტონად ითვლება. ანუ, ადამიანი შეუდგება თავისუფლებისკენ სავალ გზას, თუ გამოათავისუფლებს პირველყოფილ ინსტინქტებს. არადა, ადამიანმა ადამიანის სახე მას შემდეგ მიიღო, რაც პირველყოფილ ინსტინქტებზე თავი შეიკავა. კულტურის ისტორია, შეიძლება ისეც ვიფიქროთ, რომ არის თავშეკავების ისტორია, მერე არის უკვე ღირებულებათა სისტემა, რომელიც შექმნა ადამიანმა, რის გამოც თავს იკავებს პირველყოფილი ინსტინქტებისგან. შემდეგ ღირებულებათა სისტემამ განაპირობა ნაციის კულტურული ხასიათი, ნაციის ის თვისება გამომჟღავნდა, ვინ როგორ ემსახურა იმ ღირებულებათა სისტემას, რომელიც თითქმის იდენტურია, უბრალოდ ყველამ თავისი ნაციონალური ხასიათი გამოკვეთა მსახურების ფორმასა და თავისებურებაში. ეს ყველაფერი საქართველოში დღეს თითქოს დავიწყებულია, ერთმანეთს ეჯიბრებიან თავისუფლებისგან ვინ უფრო კარგად გათავისუფლდება. საერთოდ, თავისუფლება იმდენად შინაარსიანი და იმდენად ცხვირ-პირიანი ცნებაა, რომ მისგან გათავისუფლება დეგრადაციას ნიშნავს.
თავისუფლებისგან გათავისუფლება იმ ხალხის დევიზია, რომლებსაც ჰგონიათ, რომ როგორც კი ზნეობრივი კრიტერიუმებისგან გათავისუფლდებიან, მათი თავისუფლებაც ეს იქნება” ამბობს დავით მაღრაძე ინტერვიუში.
შკითხვაზე, სად გადის ზღვარი უკულტურობასა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას შორის მაღრაძე პასუხობს:
„სამწუხაროდ, უკულტურობასა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას შორის სადემარკაციო ხაზი აღარ გადის, ძალიან გაფერმკრთალდა. ეს არის კანტისეული ზნეობრივი კანონი ჩემში. ამის უარყოფა და თუ ლიტერატურის ენაზე დავიწყებთ საუბარს, დოსტოევსკისეული – თუ ღმერთი არ არსებობს, ეშმაკებში ყველაფერი ნებადართულია. მთავარია ღმერთი უარყო, შემდეგ უკვე – არაფერი შემაკავებელი.
თუმცა, აქ უზრდელობასთან და ერთმანეთის მიერ წაქეზებულ აღვირახსნილობასთან გვაქვს საქმე.
„საქართველოში იყო ძველი, კეთილი, კარგი საზოგადოება. ძალიან ბევრ ოჯახებში ძველი ფოტოალბომები დღესაც ინახება, რა კარგი ქართული საზოგადოება იყურება იქედან, მათი გამომეტყველებები თითქმის გაქრა, ჩვენს თანამედროვეობას კანტიკუნტადღა შემორჩა. ის სახეები მეტყველებს მათ სულიერებაზე, რა შინაარსის, რა სიღრმის ადამიანი გიყურებს ამ ფოტოდან. ეს სულიერება დაიკარგა და ჩაითვალა, რომ ეს გამომეტყველება არის ერთგვარი ანაქრონიზმი. ახლა, რაც უფრო უშინაარსო, თავხედი და უტიფარი გამომეტყველება გექნება, ეს არის წარმატების საწინდარი. რაც უფრო უტიფარია ადამიანი, მით უფრო მარტივად მიაღწევს „წარმატებას“ – აცხადებს მაღრაძე.
პოეტი არ ეთანხმება საზოგადოების იმ ნაწილს, რომელმაც მისი მიმართვა ზურაბიშვილის კამპანიის ნაწილად მიიჩნია.
„ამ ყველაფერმა მიბიძგა იქითკენ, რომ მეთქვა ის, რაც ვთქვი. ეს, რა თქმა უნდა, საბოლოო გამოსავალი არ არის და კულტურის ხარისხის ამაღლება საზოგადოებაში ერთჯერადი აქტით არ მიიღწევა, მაგრამ ძალიან ფილოსოფიურადაც გამოეხმაურნენ, რომ სამწუხაროდ, ეს არ აწევს ჩვენში კულტურას. ეს არის მოცემულობა, ჩვენი ქვეყნის დღევანდელი სულიერი მდგომარე