ზაზა სარალიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის კლინიკაში რჩება

ზაზა სარალიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და კლინიკაში რჩება, – ამის შესახებ
ინგოროყვას კლინიკის ექიმმა კონსტანტინე მუმლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“პაციენტი მოყვანილია ჰიპერტენზიული მდგომარეობით, აღენიშნება სითხის და ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები. ზოგადი მდგომარეობა ამჟამად, სტაბილური რჩება. მიმდინარეობს შესაბამისი კონტროლი. პაციენტი დარჩება სტაციონარში”, – აღნიშნა ექიმმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ნაშუადღევს ზაზა სარალიძე დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ზაზა სარალიძე პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს. ამის შემდეგ ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა და ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები