ადვოკატი: ცხრა წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს
გორში, ცხრა წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე ბრალდებული იაგო ნებიერიძე, ამ დრომდე, დუმილის უფლებას იყენებს, – შესაბამისი კომენტარი მისმა ადვოკატმა, მაია გრიგოლიშვილმა “პირველ არხთან” გააკეთა.
დაკავებული სავალდებულო დაცვის უფლებით სარგებლობს და მას უკვე შეხვდა საზოგადოებრივი ადვოკატი.
მაია გრიგოლიშვილის თქმით, დაკავებულმა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა მიიღო, თუმცა ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.
ი.ნ. უკვე გადმოიყვანეს თბილისში. წინასწარი დაკავების იზოლატორში მას, ამ წუთებში, ადვოკატი ხვდება.
წყარო “პირველი არხი”