სააკაშვილ-ალასანიას ვიდეოჩანაწერი – ადეიშვილმა დაღუპა შენი მთავრობა (ვიდეო)
უკრაინული გამოცემა zdes.com.u საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მისი ბიძის, თემურ ალასანიას ვიდეოჩანაწერს ავრცელებს, სადაც სხვა თემებთან ერთად იუსტიციის ყოფილ მინისტრზე ზურაბ ადეიშვილზე საუბრობენ.
თემურ ალასანია: უი, უი, უი…
მიხეილ სააკაშვილი: არა, არა. რამდენიმე თემა რაც ადეიშვილმა ამოწია თემური, ის იყო ყველაზე მეტი …
თემურ ალასანია: „ხარაშო“
მიხეილ სააკაშვილი: რა ვქნა, ეგრეა და
თემურ ალასანია: ნუ, თუ ეგრეა…
მიხეილ სააკაშვილი: ”He is very smart”.
თემურ ალასანია: მე გეტყვი, რომ არის სოფლელი. პროვინციელი ყ…ე. მაგან დაღუპა შენი მთავრობა. ბერიებს და ყ…ებს რომ აძლევ ებრაელთან მისასვლელ უფლებებს
მიხეილ სააკაშვილი: რა უფლებებს ვაძლევ საცოდავს?
თემურ ალასანია: არა ბიჭო… მშენებელი ეგ იყო, მთავარი მეღვინე ეგ იყო, გინეკოლოგი ქალაქის, პროქტოლოგი და ა.შ.
მიხეილ სააკაშვილი: ეგ შეცდომა იყო
თემურ ალასანია: ჰა?
მიხეილ სააკაშვილი: შეცდომა იყო ეგრე
თემურ ალასანია: ტიპი… მძღნერი. „პროსტა“ დაურეკო, მოეთრიე! გააანალიზე! გაეთრიე”…
ცნობისთვის, უკრაინულმა პორტალმა zdes.com.u-მ გუშინ ფარული აუდიოჩანაწერი გაავრცელა ადეიშვილ-სააკაშვილი დესტაბილიზაციაზე საუბრობენ.