მარკ ინეს ბრაუნი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ეს მხარდაჭერა ძალიან მტკიცეა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ავსტრალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რეზიდენციით ანკარაში, მარკ ინეს ბრაუნს შეხვდა.
„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში და ეს მხარდაჭერა ძალიან მტკიცეა”, – განაცხადა შეხვედრისას დიპლომატმა.
შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის საპარლმენტო ურთიერთობების გაძლიერების საკითხი და მომავალი გაცვლითი ვიზიტები საქართველოსა და ავსტრალიას შორის.
სოფიო ქაცარავამ ელჩს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის პრიორიტეტები და ამოცანები გააცნო, რაც მოიცავს საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერებას, სტრატეგიული კომუნიკაციების ხელშეწყობას, ზედამხედველობის განხორციელებას საგარეო პოლიტიკის მიმართულებით და ა.შ.
„კომიტეტის დღის წესრიგი მსოფლიო საპარლამენტო კავშირების გაფართოებას წარმოადგენს”- განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
მხარეებმა ასევე, ისაუბრეს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით საქართველოს როლზე.