ცესკოს თავმჯდომარე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩევლებს შეხვდა
ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია სმენადაქვეითებულ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც არჩევნებში წელს პირველად მონაწილეობენ. თამარ ჟვანიამ მათ იმ აქტივობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლებსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს.
ცესკოს კორდინაციისა და მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სოფიო სიჭინავამ კი ახალგაზრდებს დეტალურად აუხსნა, თუ როგორ და რა საშუალებებით შეუძლიათ მათ საკუთარი არჩევანის დამოუკიდებლად გაკეთება 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე. შეხვედრა დღეს, თბილისის სმენადაქვეითებული მოსწავლეებისთვის სპეციალიზებულ 203-ე საჯარო სკოლაში გაიმართა.