მესტიაში სერგო ხერგიანის მაჩუბის სარესტავრაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა

მესტიაში  სერგო ხერგიანის მაჩუბის სარესტავრაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა.
კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შესრულებული სამუშაოების შედეგად ჯერ დაიშალა და შემდეგ გადაიხურა ხის კონსტრუქციებით, შეივსო გამოფიტული ქვის წყობა, მოეწყო სართულშუა გადახურვა, გადასასვლელი კიბის ხის კონსტრუქციები, ყავრის სახურავი, რკინა-ბეტონის ფარული სარტყელი და ახალი კედელი კირ-ცემენტის ხსნარზე.
სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის სტრატეგიული პროექტის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სარესტავრაციო სამუშაოებს მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც ახორციელებს, სადაც გასული 4 წლის განმავლობაში უკვე აღდგა 80-მდე სვანური კოშკი და მაჩუბი. არსებული მონაცემებით, სვანეთში შემორჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან, გადაუდებელ რეაბილიტაციას 150-მდე კოშკი და მაჩუბი საჭიროებს.
სამუშაოები შეასრულა შპს „თაუერს+“-მა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები