ვენის ალბერტინას მუზეუმი ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენას მასპინძლობს
ვენის ალბერტინას მუზეუმი ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენას მასპინძლობს.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენის – NIKO PIROSMANI – A Wanderer Between Worlds“ – ხილვა, ალბერტინას მუზეუმში 2018 წლის 26 ოქტომბრიდან 2019 წლის 27 იანვრამდეა შესაძლებელი.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 29 ნამუშევარი საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან, ასევე, 1972 წელს, პარიზში, ილია ზდანევიჩის მიერ ხელნაკეთი წიგნი, სახელწოდებით: „ფიროსმანაშვილი 1914“. აღნიშნულ წიგნში შესულია პაბლო პიკასოს მიერ შესრულებული გრავიურა – „ფიროსმანის პორტრეტი“.
ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენა მხატვრის გარდაცვალების 100 წლისთავს ეძღვნება.