სალომე ზურაბიშვილი: უნდა ვიყოთ უფრო მომთხოვნი, ევროკავშირს სხვანაირად უნდა ვესაუბროთ

ჩვენ ამ ქვეყანაში, ამ რეგიონში გვაქვს ის ადგილი, ის სტაბილურობა, რომელიც უფრო მეტად დასაფასებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა “პირველი არხის” გადაცემაში „დებატები 2018″ განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილი თვლის, რომ არსებული რეალობიდან გამომდინარე, საქართველო ევროკავშირთან უფრო მომთხოვნი უნდა იყოს.
“ზოგადად, ვთვლი, რომ უნდა ვიყოთ უფრო მომთხოვნი, ევროკავშირს სხვანაირად უნდა ვესაუბროთ, ჩვენ ამ ქვეყანაში, ამ რეგიონში გვაქვს ის ადგილი, ის სტაბილურობა, რომელიც უფრო მეტად დასაფასებელია და მე მექნება ის უპირატესობა, რომ როგორც ამერიკელებთან, ისე ევროპელებთან შემიძლია ვისაუბრო ერთი ერთზე, თანასწორად და არა იმ ძველი საბჭოთა კომპლექსებით”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები