ლიანა ელიავამ კინოსტუდია „ქართულ ფილმს“ კინონაშრომები გადასცა
კინორეჟისორმა ლიანა ელიავამ კინოსტუდია „ქართულ ფილმს“ კინონაშრომები გადასცა. ამის შესახემ ინფორმაციას კინოსტუდია „ქართული ფილმი“ ავრცელებს.
„დღეს კინოსტუდია “ქართულ ფილმს” ესტუმრა კინორეჟისორი ლიანა ელიავა, რომელმაც ჩვენს საცავს გადასცა თავისი ყველა კინონაშრომი, მათ შორის, როგოც მხატვრული, ისე დოკუმენტური ფილმები. მისი ყველაზე ცნობილი ფილმებია: “სინემა”, “ფერმა მთაში”, “გზის დასაწყისი”. ბატონმა რევაზ მახათაძემ ფილმები გადასარჩევად და სისტემაში შესაყვანად მოათავსა სპეციალურ სტელაჟებზე. ამიერიდან ისინი სათანადოდ იქნება დაცული კინოსტუდიის განახლებულ საცავში“, – აღნიშნულია კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.