ლარი 0.0053 პუნქტით გამყარდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0053 პუნქტით გამყარდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.7029 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 2.7082 ლარი ღირდა.
0.0220 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში და მისი ღირებულება 3.0843 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1063 ლარი იყო.