ირაკლი კობახიძე სამხრეთ კავკასიის საკითხებში ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სამხრეთ კავკასიის საკითხებში ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარეობის ახლადდანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს, რუდოლფ მიხალკას შეხვდა.
მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” შესახებ ისაუბრეს.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე – „ნაბიჯი მომავლისკენ”. საუბარი შეეხო ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატსა და მის მნიშვნელობას მშვიდობის შენარჩუნებასა და კონფლიქტების პრევენციაში.
ხაზგასმით აღინიშნა საპარლამენტო დიპლომატიის როლი კონფლიქტების მოგვარებაში.
მხარეებმა, ასევე, რეგიონული პოლიტიკისა და საქართველოში მცხოვრები უმცირესობების ქვეყნის სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მაქსიმალური ინტეგრირების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ყურადღება გამახვილდა ეუთოს წარმომადგენლობასა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები